18-05-2022
მოკლედ რა არ მოიგონეს და ამ დროს შეხვედრა მაინც შედგებაო! ვახ! არ, იძახიან, მაგრამ სავარაუდოდ ნაც-მავნებლები ფიქრობენ, თუ ავად იყო ეს იან სტოლტენბერგი, ღარიბაშვილთან შეხვედრას მომკვდარიყო ჯობდაო - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნატოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განახლებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი ერთმანეთს შეხვდებიან.
„რას შვრებით ბატონო იან სტოლტენბერგ, ამას რას უკეთებთ მავნებელ ოპოზიციას, გრანტიჭამია არასამთავრობოებსა და ფეიკ ტელევიზიებს? ძლივს, რამდენიმე საათით გაიხარეს არიქა NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერს არ ხვდებაო, და ახლა იგებენ რომ მაინც ხვდები?! აკი ავადაოო?! არა მანამდე სულ არ ახსენებდნენ ავად იყო თუ კარგად, მარტივი მაგრამ უმკაცრესი და უსასტიკესი ვერდიქტი გამოიტანეს NATO-მ საქართველოს წითელი ბარათი აჩვენა, იგეგმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის ერთობლივი საჰაერო ოპერაცია-სამხედრო ბომბდამშენებით დაიბომბება საქართველოს ტერიტორია (მარტო სახელმწიფო კანცელარია, „ქართული ოცნება“ კი არა, მთელი ტერიტორია!), ერთადერთი ადგილი რომელიც გადარჩება ნაციონალების ოფისი, და მათი ტელევიზიები იქნება! ვისთვისაც დემოკრატია, ევროატლანტიკური ღირებულებები ძვირფასია თავი შეგიძლიათ იქ შეაფაროთ და ასე შემდეგ.
დაბომბვის მიზეზი საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის ცუდი ქცევა! მოკლედ რა არ მოიგონეს და ამ დროს შეხვედრა მაინც შედგებაო! ვახ! არ, იძახიან, მაგრამ სავარუდოდ ნაც-მავნებლები ფიქრობენ, თუ ავად იყო ეს იან სტოლტენბერგი, ღარიბაშვილთან შეხვედრას მომკვდარ იყო ჯობდაო. მე კი ბატონო იან, იმედი მაქვს წარმატებულ და საქმიან შეხვედრა გექნებათ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, და რა თქმა უნდა ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ, მიუხედავად იმისა ჩვენს რადიკალურ-მავნებელ-ოპოზიციას-არასამთვრობო-ფეიკ ტელევიზიების კოალიციას რომ გული გაუხეთქეთ“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook ზე.
16-11-2024
16-11-2024