გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი:  ჩვენ ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებაზე  

26-06-2018


პარლამენტარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მცირე მთავრობის კონცეფცია არის სამთავრობო მართვის კარგად გააზრებული, მოქნილი და სწრაფ შედეგზე ორიენტებული მოდელი.

მისივე თქმით, მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები მისასალმებელია.

 

„მივესალმები საქართველოს მთავრობის იმ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. ჩვენ ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებაზე.

 

მცირე მთავრობის კონცეფცია არის სამთავრობო მართვის კარგად გააზრებული, მოქნილი და სწრაფ შედეგზე ორიენტებული მოდელი, რომლის სიკეთეს  საკუთარ თავზე ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე იგრძნობენ.

 

მოხარული ვარ, რომ ჩვენს პრემიერს აქვს პროგრესული და ნოვატორული ხედვა, რომელსაც ზურგს შესაბამისი კომპეტენცია, ახალგაზრდული ენერგია და კვალიფიციური გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი უმყარებს.

 

არსებული რეფორმები ზუსტად პასუხობს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე არსებულ საჭიროებებს და სრულ თანხვედრაშია თანამედროვე  გამოწვევებთან“- განაცხადა იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031