მმართველი გუნდის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღება სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დაცვაზე გადის.
ამის შესახებ ბესელიამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღებაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთაშორისო თანამეგობრობის. ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე გადის. ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ეს ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“- განაცხადა ბესელიამ.