გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ

26-06-2018

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ სად განაგრძობს საქმიანობას მისი უწყების გაუქმების შემდეგ, ცნობილი მოგვიანებით გახდება.
ამის შესახებ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ორი ისტორიული პასუხი არსებობს, მე ლევან გაჩეჩილაძის პასუხი უფრო მომწონს.
მიზანი ამ ცვლილეების არის მცირე და უფრო ეფექტური მთავრობის განხორციელება და მთავარი ისაა, რომ არცერთი ფუნქცია არ დაიკარგება. ჩემს გეგმებთან დაკავშირებით გაიგებთ მოგვიანებით“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და გასახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031