საქართველოს ისტორიაში პირველად მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „ევროსატორი 2018“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თავდაცვითი მრეწველობის 1800 ზე მეტმა კომპანიამ მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. გამოფენას 227 ოფიციალური დელეგაცია, ჯამში 58 ათასამდე სტუმარი დაესწრო.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარმოადგინა,
მათ შორის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელისყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ოპტიკურ-ელექტრონული სენსორული ბლოკით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, ჯავშანჟილეტები MK-1 და MK-2, ჯავშანჩაფხუტები, 12,7 მმ კალიბრის ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული უნიფიცირებული დისტანციური მართვისმოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.
ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლის და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია. დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide.
განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა GNM-60, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანადიდგორი მედევაკმა.