გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ფხაკაძის მტკიცებით, ზაზა სარალიძის სახელით მუქარის შემცველი შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო

26-06-2018

„ხორავას ქუჩის“ საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, კომისიის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას ზაზა სარალიძის სახელით მუქარის შემცველი შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო. 
ამის შესახებ ფხაკაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. 
„როდესაც მე კომისიას ვაძლევდი ახსნა-განმარტებას, იმ პროცესში ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა, აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან დაკავშირებით, რასაც მე კომისიას ვაძლევდი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მე მივმართე შესაბამისი მოხსენებით ბარათით კომპეტენტურ პირს და მოხდება სათანადო რეაგირება. მინდა ცნობისთვის იცოდეთ, რომ ჩემ მიერ ახსნა-განმარტების მიცემის პროცესი ხორციელდებოდა გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ კომისიის რომელიმე წევრი დაინტერესედება მე შემიძლია ვაჩვენო ჩემს მობილურ ტელეფონში არსებული მუქარის შემცველი ტექსტები, ოღონდ ეს იქნება იმდენად პირადი, რადგან შეურაცხმყოფელი შინაარსიც არის და დახურულ სხდომაზე შემიძლია წარმოვადგინო“ - განაცხადა კომისიის დღევანდელ ხსდომაზე ზვიად ფხაკაძემ.
მოგვიანებით საქმის პროკურორმა დააკონკრეტა, რომ მუქარის შემცველი, შურაცხმყოფელი შეტყობინებები მასთან ზაზა სარალიძის სახელით მიდიოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031