გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახო სანაია: ლევან ბერძენიშვილი მართალია, ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას გამართლება არ აქვს

19-05-2022

ერეკლე მეორის გადაწყვეტილება, საქართველო დაექვემდებარებინა რუსეთისთვის, იყო კატასტროფული. არავის აქვს უფლება, ქვეყნის თავისუფლება გააუქმოს და სხვას აჩუქოს. ასე რომ, ლევან ბერძენიშვილის გამოსვლის არსი სწორია - წერს ტვ ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-ზე.

 

სანაია მიიჩნევს, რომ ერეკლეს გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს. არ არსებობს გარემოება, რომელიც თავისუფლებაზე უარის თქმას გაამართლებს.

 

„იმედის სიუჟეტს გამოვეხმაურები. ერეკლე მეორემ ბევრი იბრძოლა საქართველოსთვის. ამას არავინ უკარგავს. დიდი მეფე იყო - კი ბატონო, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, საქართველო დაექვემდებარებინა რუსეთისთვის, იყო კატასტროფული.

 

არავისა აქვს უფლება, ქვეყნის თავისუფლება გააუქმოს და სხვას აჩუქოს. ასე რომ, ლევან ბერძენიშვილის გამოსვლის არსი სწორია. ერეკლეს გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს. არ არსებობს გარემოება, რომელიც თავისუფლებაზე უარის თქმას გაამართლებს. და ვინც ერეკლე მეორის იმ ნაბიჯს გაამართლებს, ის გეორგიევსკის ტრაქტატის მომხრეა.

 

ესე იგი, მხარს უჭერს და ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას. ერეკლეს შთამომავალი ნიკოლოზ ბარათაშვილიც ასე ფიქრობდა და ჩვენი ყველაზე დიდი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილიც. გასაგებია, ქართული ოცნება რატომაც ჩაეჭიდა ამ თემას. მისთვის გეორგიევსკის ტრაქტატი არაა პრობლემა“ - წერს სანაია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930