გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობახიძე გვარამიას საქმეზე: ჩადენილია კონკრეტული დანაშაული, თუ დანაშაულისთის ადამიანები არ ისჯებიან ამ დროს ხდება დაუსჯელობის განცდა, ეს არის მარტივი კანონი

20-05-2022

როგორ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას ევროკავშირსა და გვარამიას შორის, შესაბამისად ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ამ კონკრეტულმა ფაქტმა რაიმე პრობლემა შექმნას ევროკავშირში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ჩვენ ევროკავშირს და გვარამიას გავაიგივებთ ერთმანეთთან, გამოდის რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია დაუსჯელობა. მისივე თქმით, "რუსთავი-2" 7 მილიონი ლარით გაიძარცვა და ეს დღემდე მძიმე ტვირთად აწევს ტელეკომპანიას. ეს არის მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ჩაიდინა გვარამიამ თანამზრახველებთან ერთად.

 

„ნიკა გვარამია იყო კომპანიის გენდირექტორი, მას, ისევე როგორც კომპანიის მფლობელებს მიტაცებული ჰქონდათ რუსთავი-2, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის.

 

„ნაცმოძრაობამ“ მიიტაცა ეს კომპანია, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა. ძალიან კარგად იცოდა როგორც გვარამიამ, ისე კომპანიის მფლობელებმა, რომ სავარაუდოდ რამდენიმე თვეში, სასამართლოები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლო ამ კომპანიას კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდნენ. ამ დროს იწყება კომპანიის ძარცვა.

 

რუსთავი-2 7 მილიონი ლარით გაიძარცვა და ეს დღემდე მძიმე ტვირთად აწევს ამ ტელეკომპანიას. ეს არის მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ჩაიდინა გვარამიამ თანამზრახველებთან ერთად და 7 მლნ -ით გაძარცვა ტელეკომპანია რუსთავი 2, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონიერი მფლობელისთვის მოუწევდა მისი დაბრუნება. ეს არის შემდგარი დანაშაული, ეს არის ფაქტი და მეორე ფაქტი ჩვენ არ მოგვისმენია, რომ ეს დანაშაული არ იქნა ჩადენილი. მათ შორის პირადი კეთილდღეობისთის გამოიყენა ამ 7 მლნ-ის საკმაოდ დიდი ნაწილი - ავტომობილი და ა.შ. ვიცით ეს ყველაფერი, რა და როგორ მოხდა.

 

ჩადენილია კონკრეტული დანაშაული, თუ დანაშაულისთის ადამიანები არ ისჯებიან ამ დროს ხდება დაუსჯელობის განცდა, ეს არის მარტივი კანონი. ევროკავშირი არის კანონის და სამართლის უზენაესობა, ეს არის ევროკავშირის სინამდვილეში და ჩვენ არ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ ევროკავშირი კორუფციაა. თუ ჩვენ ევროკავშირს და გვარამიას გავაიგივებთ ერთმანეთთან, გამოდის რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა, სინამდვილეში ევროკავშირი არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნები, თავისუფალი საზოგადოებები, ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა და ა.შ. როგორ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას ევროკავშირსა და გვარამიას შორის მე უბრალოდ არ ვიცი.

 

შესაბამისად მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ამ კონკრეტულმა ფაქტმა რაიმე პრობლემა შექმნას ევროკავშირში - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930