20-05-2022
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრიდან გამოსულ ნიკა მელიას წამოსცდა- „სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთო“, ანუ, მარტივი ენით რომ ვთქვათ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირშიაო - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
მისი თქმით, საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის ისედაც ცხადი იყო, რომ „კრედი სუის“-ის უპრეცენდენტოდ უკანონო გადაწყვეტილებები, ვერტმფრენისა და ნახატების ტრანსპორტირების შეფერხებები მხოლოდ ბერკეტია ივანიშვილზე ზეწოლის მოსახდენად, ხოლო მიზანი კი ბევრად უფრო შორს მიმავალი, ვიდრე სააკაშვილის საპატიმროდან დახსნაა.
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრიდან გამოსულ ნიკა მელიას წამოსცდა- „სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთო“, ანუ, მარტივი ენით რომ ვთქვათ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირშიაო.
რაც ბუნებრივია, არც არავის გაკვირვებია, საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის ისედაც ცხადი იყო, რომ „კრედი სუის“-ის უპრეცენდენტოდ უკანონო გადაწყვეტილებები, ვერტმფრენისა და ნახატების ტრანსპორტირების შეფერხებები მხოლოდ ბერკეტია ივანიშვილზე ზეწოლის მოსახდენად, ხოლო მიზანი კი ბევრად უფრო შორს მიმავალი, ვიდრე სააკაშვილის საპატიმროდან დახსნაა.
მიზანი საქართველოს ომში ჩართვა და რუსეთისთვის მეორე საომარი ფრონტის გახსნაა.
როგორც ჩანს ჩვენი „ამერიკელი მეგობრები“ ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ, რომ აზრი არ აქვს ივანიშვილის შანტაჟს, ბიძინა ივანიშვილის საკუთარი სამშობლოსადმი დამოკიდებულების გამო, შეუძლებელია მასზე ზეწოლის მოხდენა და მისი დაყოლიება, რომ საქართველო ომში იქნას ჩათრეული" - წერს ზაზა შათირიშვილი.
16-11-2024
16-11-2024