20-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.
ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე და თვითმართველობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დასრულებული პროექტი დაათვალიერეს და მოსახლეობას სოფელში არსებულ მიმდინარე საკითხებზე გაესაუბრნენ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 20-კუბიანი სასმელი წყლის რეზერვუარი, შემოწმდა არსებული წყლის მილები, რომელთა მონტაჟიც უკვე განხორციელებული იყო.
შესაბამისად, სოფელ დაბაძველში 40-მდე ოჯახი, რომლებსაც წყლის პრობლემა მუდმივად აწუხებდათ 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
16-11-2024
16-11-2024