26-06-2018
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამინისტროების რაოდენობის შემცირება სწორი გადაწყვეტილებაა.
ამის შესახებ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ჯაფარიძე ყველაზე მნიშვნელოვნად ეკონომიკის მოცულობასთან ნაერთი ბიუჯეტის მოცულობის შეფარდების შემცირებას მიიჩნევს.
„- სამინისტროების რაოდენობის შემცირება სწორია
- გაერთიანებების უკან რა რაციონალიც გააჟღერეს, ლოგიკურია
- მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯის დაფიქსირება მშპ-სთან მიმართებაში სწორია (გირჩს ჰქონდა მსგავსი ინიციატივა 1.5 წლის წინ)
- ამ სტრუქტურულ ცვლილებებს შეუძლებელია არ მოჰყვეს ბიუროკრატიული აპარატის შემცირება, თუნდაც მცირედით, რაც ასევე სწორია
ამავე დროს:
მცირე და შეზღუდული მთავრობა არ არის მხოლოდ სამინისტროების რაოდენობა
მთავარი, და ყველზე მნიშვნელოვანი, არის მთავრობის მთლიანი ხარჯების, ანუ ნაერთი ბიუჯეტის მოცულობის შეფარდება ეკონომიკის მოცულობასთან
ეგაა შესამცირებელი მნიშვნელოვნად
და ჩასაბეტონებელი კონსტიტუციაში
სწრაფად მხოლოდ ასე გვეშველება“- წერს ჯაფარიძე.