გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი პოდოლიაკს: როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის შენი წარსული, როგორ ძარცვავდი უკრაინას იანუკოვიჩთან ერთად, სხვას რუსეთთან კავშირს არ უნდა აბრალებდე

20-05-2022

„ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეთ აქამდე, რა კავშირშია ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან...აი შენ კი ვერ დამალავ შენი ისტორიის რუსულ ფურცელს“ -წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხაილო პოდოლიაკის შესახებ.

 

მისი თქმით ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პასუხს აგებს ყველა სიბინძურის გამო.

 

„მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის შენი წარსული, როგორ ძარცვავდი უკრაინას იანუკოვიჩთან ერთად და როგორც მისი ხელის ბიჭი, დიდი წვლილი გაქვს შეტანილი უკრაინაში რუსული განწყობების გაღვივებაში, სხვას რუსეთთან კავშირს არ უნდა აბრალებდე. მით უმეტეს, რომ ჭორაობ და მეტს არაფერს აკეთებ, ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეთ აქამდე, რა კავშირშია ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან...აი შენ კი ვერ დამალავ შენი ისტორიის რუსულ ფურცელს. სამწუხაროა, რომ ახლა ამდენი უარგუმენტო ჭორაობის უფლება გაქვს, მაგრამ აუცილებლად, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პასუხს აგებ ყველა სიბინძურის გამო“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031