26-06-2018
ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე „ხორავას საქმის“ პროკურორის, ზვიად ფხაკაძისთვის მის მიერ შეტყობინებების გაგზავნის ფაქტს ადასტურებს.
სარალიძის თქმით, ის ფხაკაძეს აგინებდა და ეს მუქარის შემცველი წერილები არ ყოფილა.
„როდესააც კომენტარს აკეთებდა და მკვლელებს ამართლებდა, მე ვწერდი და ვაგინებდი. პირდაპირ ეთერში ვუყურებდი მაგის ჩვენებას და რამე რომ არ მომეწონებოდა მაშინ ვწერდი შეტყობინებას.
ჩემი შვილის მკვლელს იცავს კბილებით. ახლაც შევაგინებ თუ გინდათ, რა პრობლემაა. სასამართლო დარბაზიდან რომ გამოვიქეცი არ ვაგინებდი?! მაშინ რატომ არ მომთხოვეს პასუხი. თუ კაცია გაასაჯაროვოს, რომ მთელმა საქართველომ ნახოს, რა სიტყვებით და რატომ ვაგინებდი. გაასაჯაროვოს და მიხვდება საზოგადეობა მუქარის შემცველი წერილი იყო თუ რა“- განაცხადა სარალძემ.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ფხაკაძემ ზაზა სარალიძის მიერ მის მიმართ გაგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე განაცხდა.