გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების სტანდარტთან შესაბამისობაში მუშაობას ახალი საკალიბრაციო ლაბორატორია უზრუნველყოფს

21-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ თეიმურაზ მთივლიშვილთან ერთად, მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების ახალი საკალიბრაციო ლაბორატორია დაათვალიერა.


„გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთიპრიორიტეტულიმიმართულება სტიქიური ბუნებრივი მოვლენების იდენტიფიცირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისთვისდაკვირვების ქსელის გაუმჯობესებაა. აღნიშნული მიმართულებებითმნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.ქვეყნის მასშტაბით, დღესუკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარები, რომელთა საშუალებითშესაძლებელია,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა; ხდება მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენებისშესახებ საპროგნოზო ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი უწყებებისთვის დროულიმიწოდება. მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების გამართულად, სტანდარტთან შესაბამისობაში მუშაობას, დღეიდან,უახლესი საკალიბრაციო დანადგარებით აღჭურვილი საკალიბრაციო ლაბორატორია უზრუნველყოფს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


დღეისათვის, ქვეყნის ტერიტორიაზე 160 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო პუნქტი მოქმედებს. მწვანე კლიმატის  ფონდის (Green Climate Fund) ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის„მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“    ფარგლებში, გათვალისწინებულია დაკვირვების ქსელის გაფართოება. 2024 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების და საგუშაგოების რაოდენობა 300 ერთეულს გადააჭარბებს.


აღნიშნული სადგურების დანიშნულება ქვეყნის სხვადასხვა წერტილში მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პარამეტრების გაზომვა და მათი გავრცელებაა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეებზე. სადგურების უმრავლესობა სრულად ავტომატიზებულია და რეგულარულ ტექნიკურ სარემონტო/საკალიბრაციო სამუშაოებსსაჭიროებს.ახალი საკალიბრაციო ლაბორატორია, რომელიცსრულადაღიჭურვება უახლესი საკალიბრაციო დანადგარებით, უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების გეგმურ კალიბრაციას, რაც გაზრდის ატმოსფერული წნევის, ტემპერატურის და ტენიანობის გაზომვის ხარისხს, ასევე, მინიმუმამდე დაიყვანს ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვების ცდომილებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930