გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა

21-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქარელში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდობის ქუჩაზე, ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა.


მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა გააცნო.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.


როგორც ზაზა გულიაშვილმა აღნიშნა, აუზი ფუნქციონირებას ივნისის ბოლოდან დაიწყებს. პროექტის მიხედვით, სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი. პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "საბა კონსტრაქშენი" ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930