გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ევროკავშირის წევრობის განაცხადის შესახებ სტატიაზე- არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ეს მორიგი დასტურია, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ევროპელ ლიდერებს ეხვეწებიან, არ აისახოს ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი

21-05-2022

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კრიტიკულ სტატიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს მისი განცხადების მორიგი დადასტურებაა იმის შესახებ, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ევროპელ ლიდერებს ეხვეწებიან, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არ იყოს ასახული.


პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ სტატიაზე თანახელმომწერი ელენე ხოშტარიაა.


„საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ვინ რა დაჯღაბნა, ის არის მორიგი დადასტურება იმ ინფორმაციის, რაც მე ახლა გითხარით. აი, მორიგი დასტური, რომ ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ რაიმენაირად ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30