გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
''ახალგაზრდული მედია-კავშირის'' ორგანიზებით პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა

23-05-2022

„ახალგაზრდული მედია კავშირის" ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, კომპანია „სოკარისა" და „სამორინე შანგრილას" მხარდაჭერით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, პატარა ლილოს მთაზე, პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა.


ამჯერად, საკუთარი ოცნება 50–ზე მეტმა შშმ პირმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანმა და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა აიხდინა. მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ტოტალურად უსინათლო, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ამპუტანტი და ეტლით მოსარგებლეები. ოცნებების ახდენაში, მონაწილეებს, სპეციალურად დამზადებული ეტლი–კონსტრუქციები დაეხმარა.


პარაპლანით ფრენა, ეტლებით პროექტის_ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში 2012 წლიდან ხორციელდება და სულ ურო და უფრო მოთხოვნადი ხდება.


პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930