გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის HCL Technologies - ის დელეგაციასთან საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობა განიხილა

23-05-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის HCL Technologies - ის ეკოსისტემების მიმართულების ხელმძღვანელს კალიან კუმარს შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს HCL Technologies - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების ფილიალის გახსნის შესაძლებლობები. დადებითად შეფასდა საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ვრცელდება საერთაშორისოს სტატუსით მომუშავე აითი კომპანიებზე და ითვალისწინებს მათზე საგადასახადო შეღავათების მინიჭებას. ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელსაყრელ პირობებს ქმნის გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოვლენ და აქედან მიაწვდიან საკუთარ ტექნოლოგიურ პროდუქტებს საერთაშორისო ბაზრებზე.


ასევე ყურადღება გამახვილდა სხვა ღონისძიებებზეც, რომელთაც საქართველოს მთავრობა მიმართავს ქვეყანაში ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივი კადრების გადამზადების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამჟამად ახორციელებს 3,000 IT - პროფესიონალის სასერტიფიკატო გადამზადების პროგრამას, ხოლო 2022 წლიდან აღნიშნული უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გადაამზადებს დამატებით 5,000 სპეციალისტს, რაც დამატებით არგუმენტია უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ოფისის გასახსნელად.


აღინიშნა, რომ HCL Technologies - ი მსოფლიოს 52 ქვეყანაში საქმიანობს, მათ შორისაა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, აშშ, ბელგია, ისრაელი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ფინეთი და სხვ.


შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ HCL Technologies - ი მოიწვია საქართველოში ადგილობრივი ბაზრისა და მისი საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლის მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930