გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კრისტალინა გიორგიევა პრემიერთან შეხვედრაზე: ძლიერი და უწყვეტი თანამშრომლობა განვიხილეთ იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკურ ეფექტს განიცდის საქართველო

23-05-2022

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გიორგიევა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


კრისტალინა გიორგიევას თქმით, ძლიერი და უწყვეტი თანამშრომლობა განიხილეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკურ ეფექტს განიცდის საქართველო.


"მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი დავოსში. ძლიერი და უწყვეტი თანამშრომლობა განვიხილეთ იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკურ ეფექტს განიცდის საქართველო. ქვეყნის რეფორმების მხარდასაჭერად სიფრთხილის პრინციპებზე დაფუძნებულ სარეზერვო დაფინანსების მექანიზმის მომზადების ბოლო ეტაპზე ვიმყოფებით",- აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031