23-05-2022
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიებების კვირეული დასრულდა, რომელშიც ხუთივე მუზეუმი მონაწილეობდა.
კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ქალთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა. გამოფენის 14 მონაწილიდან 13 -ის ნამუშევრები პირველად გახდა ცნობილი დამთვალიერებლებისთვის, მათგან ყველაზე უმცროსი ქალაქის #1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ქეთევან კოპაძე იყო.
სასირეთის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმებში, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მუზეუმში მოეწყო გამოფენები საოჯახო ალბომებიდან, ხატვის კონკურსები ხოლო საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი თვითშემოქმედება წარმოადგინეს.
კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში „ლხინი სოფლად", მონაწილეობდა კულტურის დაწესებულებების გაერთიანებასთან არსებული აღაიანის სასოფლო კლუბის ხალხურ საკრავთა ანსამბლი, საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი "თხოთი".
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუზეუმების დირექტორები წიგნით "შიდა ქართლის ეკლესია - მონასტრები" დაასაჩუქრა.
16-11-2024
16-11-2024