გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის

23-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის.


ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"არსებული პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან. მადლობას ვუხდი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის.


საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის",-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031