გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანული Fresh Produce Trade Association ბრიტანეთში ქართული მოცვის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობაზე წერს

23-05-2022

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ბრიტანეთის უმსხვილესი კომპანიის FPC, Fresh Produce Consortium-ის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ ვებინარი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული მოცვის იმპორტის შესაძლებლობების შესახებ.


ბრიტანული ასოციაცია Fresh Produce Trade Association ქართულ მოცვზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მოცვის წარმოებისა და ექსპორტის ზრდის დიდი პერსპექტივაა. მათივე შეფასებით, საქართველოში მოცვის არაერთი თანამედროვე და კარგად აწყობილი მწარმოებელ-ექსპორტიორია.
სტატიაში ავტორი მიმოიხილავს მოცვის მწარმოებელ ექვს ქართულ კომპანიას და აღნიშნავს, რომ  ქართველი მომწოდებლების აზრით, მათ აქვთ რეალური პოტენციალი, გახდნენ ახალი მნიშვნელოვანი მოთამაშეები გლობალურ ბაზარზე.


მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ 2024 წლისთვის საქართველოში მოცვის მთლიანი წარმოება გაშლილი იქნება 1500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. ეს გაშენებული ტერიტორია ყოველწლიურად, მინიმუმ, 15000 ტონა ახალი მოცვის მოსავალს მოიტანს.


„ქვეყანა, რომელიც სულ უფრო მეტი პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობას ავითარებს, დიდ შესაძლებლობას აძლევს გაერთიანებული სამეფოს მყიდველებს, იმპორტიორებს, საბითუმო მოვაჭრეებს, დისტრიბუტორებსა და საცალო მოვაჭრეებს, გააუმჯობესონ ხარისხიანი მოცვის შეძენა მთელი მსოფლიოდან", - ნათქვამია სტატიაში.


როგორც ავტორი აღნიშნავს, დიდ ბრიტანეთში მოცვის მოხმარება სულ უფრო იზრდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოცვის წილი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე სამჯერ გაიზარდა ღირებულების თვალსაზრისით. გაყიდვებისა და მოხმარების ზრდა განპირობებულია კენკრის ჯანმრთელობის სასარგებლო მრავალი თვისებით, საკვებსა და სასმელში გამოყენების მრავალფეროვნებით და, ასევე იმით, რომ, მოსახერხებელი და მარგებელი წასახემსებელია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.


Fresh Produce Consortium-ის (FPC) მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, მოცვი მთლიანობაში მეორე ადგილზეა დიდ ბრიტანეთში იმპორტირებული ახალი ხილის ხუთეულში და 2011-2020 წლებში ყოველწლიურად 7% პროცენტით იზრდება მოცულობის თვალსაზრისით.


გაერთიანებულ სამეფოში ქართული მოცვის იმპორტის ზრდის შესაძლებლობების შესახებ 2022 წლის აპრილში FPC-მ მონაწილეობა მიიღო ვებინარში, რათა შეესწავლა ქართული მოცვის დიდ ბრიტანეთში ექსპორტის პოტენციალი. დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება BerryWorld-მა უზრუნველყო.


ვებინარი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ბრიტანეთის უმსხვილესი კომპანიის FPC, Fresh Produce Consortium-ის ორგანიზებით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930