გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაინტერესებულ პირებს თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემა

27-06-2018

დედაქალაქის მერია ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, ბიზნესსექტორსა და დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. ინტერესთა გამოხატვა 22 ივნისს დასრულდა.


„რამდენიმე კვირის წინ მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. სამი ლოკაცია იყო შერჩეული - ვარკეთილის მეტროს, გეგეშიძის სკვერისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც, ვფიქრობთ, რომ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა არის შესაძლებელი. პროცესი22 ივნისს დასრულდა და სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არცერთ კომპანიას არ წარმოუდგენია განაცხადი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნესაქტივობა საკმაოდ დაბალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერის თქმით, ესის პროექტებია, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტისგან მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემათ.

„ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. გვახსოვს, წინასაარჩევნოდ, 2016 წელს, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით თუ როგორი აჟიოტაჟი იყო. მაშინ პროცესებს სათავეში კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ედგნენდა ნამდვილად სამარცხვინოა ის ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. იყო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ყველა კითხვას პასუხიუნდა გაეცეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისივე განცხადებით, იყო ბრალდებები, თითქოს მუნიციპალიტეტმა პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო.


„ფაქტი სახეზეა, ერთ ლარად გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ბიზნეს სექტორს და ასევე, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამბობდნენ, მიწისქვეშა პარკინგის ადგილებს ჩვენ გავაკეთებთო. გადმოგცემთ ერთ ლარად და განახორციელეთ პროექტი, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება თავად პროექტის განხორციელებას, ბიზნესსექტორთან მეტი კომუნიკაცია აუცილებელია, რათა მათპროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.


„მესმის, რომ ზოგადად, ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში ეს ბიზნესი არარენტაბელურია და სუბსიდირება მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის ხდება ან მსგავს პროექტებსთვითონ მუნიციპალიტეტი ახორციელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ პროცესში ბიზნესიც ჩავრთოთ, თუ ამის სურვილი იქნება. ეს შეიძლება არ იყოს მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირებისთვის მიწისნაკვეთების ერთ ლარად გადაცემის შესახებ პირობა, კვლავ ძალაში რჩება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031