24-05-2022
Mastercard-მა ახალი ტურისტული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან 2020 წლის სექტემბერში დააანონსა.პარტნიორობა მიზნად ისახავს სექტორში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას, მათ დახმარებას ახალი აუდიტორიის მოზიდვასა და ტურისტული სეზონისთვის მომზადებაში.
თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, მთავრობებისთვის, კერძო კომპანიებისა და მცირე მეწარმეებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, არის მონაცემების ანალიზი. მომხმარებლები საშუალოდ 38 სამოგზაურო გვერდს იყენებენ, ხოლო მოგზაურობის დაგეგმვას ხუთი კვირით ადრე იწყებენ - ეძებენ რჩევებს სოციალურ მედიაში, აქვეყნებენ შვებულების ფოტოებს, მოგზაურობის მიმოხილვებს და ციფრულად იხიდან მოგზაურობის ხარჯების დიდ ნაწილს. ეს წარმოქმნის მონაცემთა უზარმაზარ, ახალ ბაზას – მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის თავმოყრა, რომელიც არა მხოლოდ მოგზაურებს მიაწვდის ინფორმაციას, არამედ ტურიზმის სფეროს ინვესტიციების წარმართვაში დაეხმარება, მოითხოვს გამოცდილებას და მონაცემთა გაფართოებულ ანალიტიკას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, Mastercard Tourism Insights-მა საშუალება მისცა გამოიყენოს გადახდის მონაცემები მომხმარებელთა ქცევის, განწყობებისა და ხარჯვის ჩვევების გამოსავლენად, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, მიიღონ უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები.მონაცემები, რომელიც მიღებულია საძიებო სისტემებიდან, Mastercard-ის ტრანზაქციებიდან, სოციალური მედიიდან და ჯავშნის მონაცემებიდან, ზომავს ვიზიტორთა საერთო კმაყოფილებას ყველა ასპექტში - ამინდიდან დაწყებული, საცხოვრებელი და უსაფრთხოების კომპონეტების ჩათვლით.
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, იმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობამაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 270%-ით, რაც ჯამში მოიცავს 3,000-ზე მეტ ფრენას. 285%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელიც შეადგენს 489,000-ზე მეტ მგზავრს. აქედან, ყველაზე მეტი წილი მოდის თურქეთიდან (21.1%), მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საემიროები (13.5%) და ისრაელი (8.3%).
16-11-2024
16-11-2024