გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, რატი შურღაიას ხსოვნას პატივი მიაგო

24-05-2022

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ რატი შურღაიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.


38 წლის რატი შურღაია, უკრაინაში, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა, უკრაინის სამხედრო ძალებში ჩაეწერა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.


რუსულ არმიასთან შეტაკების დროს, ორჯერ განუვითარდა კონტუზია, მძიმედ დაიჭრა თავისა და გულმკერდის არეში. უკრაინაში ქართველი მებრძოლების ნაწილის ინფორმაციით, შურღაიამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და კვლავ გააგრძელა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და 15 მაისს, უკრაინაში, ქალაქი იზიუმთან დაიღუპა.


რატი შურღაიას, დღეს, მახათას საქალაქო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.


უკრაინაში, რუსეთთან ომში, 11 ქართველი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930