გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა

24-05-2022

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან გამართა შეხვედრა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობას. პრემიერის თქმით, ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ პროცესში პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.


ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ხორვატიას ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ და ხაზი გაესვა აღნიშნული პოტენციალის ათვისების კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930