გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
POSTV: ოპოზიციურმა არხებმა აბასთუმანში მომხდარი შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის

25-05-2022

გამოიყენეს ოპოზიციური არხები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ნეგატიური ფაქტები ბიძინა ივანიშვილს სახელს დაუკავშირონ. მათი სამიზნე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი კიდევ ერთხელ გახდა - ამის შესახებ ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.

 

სიუჟეტის თანახმად, ოპოზიციურმა არხებმა აბასთუმანში მომხდარი შემთხვევა, რომელიც საბედნიეროდ მსხვეპლის გარეშე დასრულდა, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს.

 

ავტორის თქმით, მშენებარე ობიექტიდან 38 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ოპოზიციური არხები არ დაინტერესდნენ, იყო თუ არა დაცული ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები. მათი მიზანი საზოგადოებრივი აზრის არასწორი ფორმირება იყო. აქვე აღნიშნულია, რომ 38 წლის მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

„ოპოზიციურმა არხებმა წინასწარ შექმნეს განწყობები და ფაქტი ოფიციალურ ვერსიამდე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირეს, რაც მანიპულაციის კლასიკური მაგალითია და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების დამფუძნებლის დისკრედიტაციას. მაშინ, როცა ოპოზიციური არხები მსგავსი ფაქტების გაშუქების დროს არც ობიექტის მესაკუთრის და არც მშენებელი კომპანიის სახელს არ ახსენებენ, ამ შემთხვევაში თავი არ შეუკავებიათ, უფრო მეტიც, სიუჟეტები არა მომხდარ ფაქტს, არამედ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნეს, რადგან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობას თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. დაშავებული, რომელსაც ხერხემალი დაუზიანდა, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. 38 წლის მუშას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ - ნათქვამია სიუჟეტში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930