გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ყოველ შაბათ-კვირას ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

27-06-2018

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე, თბილისში, რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - „თბილისური ბაზარი“ გაიმართება.


როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „თბილისურ ბაზარზე“ დედაქალაქში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა -აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.


„გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, რეგისტრაციის გავლასა და პროექტში ჩართვას შეძლებენ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და ამ კონკრეტულ ლოკაციებზე თავიანთი წარმოებული ნივთების გაყიდვა შეძლონ. საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ტურისტული სეზონია, ძალიან ბევრი ტურისტია და ეს შესაძლებლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ყოველ შაბათ-კვირას ღონისძიებები გაიმართება.


„ყოველი კვირის პარასკევს, შაბათსა და კვირას, ქალაქში კონკრეტული ადგილებია, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ, გაერთოთ და განიტვირთოთ. ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება და მიხარია, რომ ასეთ ღონისძიებებზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031