გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ალარ კარისს სამაგალითო მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იდეისადმი ერთგულება დავუდასტურე

25-05-2022

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ  ალარ კარისთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ესტონეთის პრეზიდენტს მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იდეისადმი ერთგულება დაუდასტურა.


"ძალიან კარგი საუბარი მქონდა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ  ალარ კარისთან. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ძლიერი და მკაფიოდ გამოთქმული მხარდაჭერისთვის საქართველო მუდამ იქნება ესტონეთის მადლობელი. ალარ კარისს კვლავ დავუდასტურე სამაგალითო მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იდეისადმი ერთგულება",- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031