გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები

25-05-2022

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ განხილვაში მონაწილეობის მიღებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის. 


"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ განხილვაში "სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრების"  მონაწილეობის სახით ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა. საქართველოსთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი სამომავლო ალიანსის შესახებ დებატების გასამართად. ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031