25-05-2022
25 მაისს უფროს სერჟანტ გელა თიგიშვილს, რომელიც რუსეთის საავიაციო იერიშის დროს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალთან დაიღუპა - დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა.
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გელა თიგიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, მათ სოფელ კოდისწყაროში გვირგვინებით შეამკეს მისი ბიუსტი და საფლავი.
გელა თიგიშვილი 2012 წლამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მისი გადმოსვენება მხოლოდ 4 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი და მშობლიურ სოფელ კოდისწყაროში დაკრძალეს.
გელა თიგიშვილი ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით და „სამშობლოსათვის თავდადებული“-ს მედლით არის დაჯილდოვებული.
16-11-2024
16-11-2024