გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაკის პარკსა და ვერის ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

27-06-2018

დედაქალაქის მერია მომავალ წელს, ვაკის პარკისა და ვერის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, თბილისის მერია ისტორიული პარკების რეაბილიტაციას გეგმავს.გოძიაშვილის სახელობის პარკის (ე.წ. წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კი, გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია.


„დედაქალაქის მთავრობამ პარკების რეაბილიტაციაზე მუშაობა უკვე დაიწყო. გოძიაშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გამარჯვებული კომპანია უკვე გვყავს და ახლა ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც უახლოეს დღეებში მოხდება. გაფორმებისთანავე, შესაბამის სამუშაოებს დავიწყებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.


მისივე თქმით, ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.


„ჩვენ ისტორიული პარკების რეაბილიტაციის ვგეგმავთ. პირველ რიგში, ეს შეეხება ვაკის პარკს და ვერის ბაღს. ამ ორ ბაღზე საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. როდესაც პროექტი დასრულდება, მომავალ წელს, პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ. იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ყველა წარმოდგენილ წინადადებას, მიიღებს. ეს არის მასშტაბური პროექტები, რადგან ამ პარკების არსებობიდან მსგავსი სამუშაოები არ განხორციელებულა. საქალაქო პარკების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშო და ძალიან მძიმეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიმართულება პოპულარული გახდეს და ადამიანებს სურვილი გაუჩნდეთ, პარკებში შევიდნენ და ნორმალურ გარემოში დაისვენონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031