გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2022

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 


ლი კეციანის თქმით,  ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების   განვითარების დინამიკა დადებითია და  ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. 


„ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს.ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების   განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის" ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს  ურთიერთობებს და მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს", -  აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031