გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია წულაია: დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ქალაქისთვის საჭირო პროექტი

27-06-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ილია წულაიას განცხადებით, დასანანია, რომ თბილისში მიწისქვესა პარკირების შესახებ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.


„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მიწისქვეშა პარკირების მოწყობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ჩავარდნას. დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ქალაქისთვის ეს საჭირო პროექტი. ერთის მხრივ სერიოზული საკომუნიკაციო სამუშაოა გასაწევი მსხვილ საინვესტიციო და ფინანსურ ჯგუფებთან, რომ ამ პროექტში გვერდით დაუდგნენ მერიას და მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში. მეორეს მხრივ, ძალიან საინტერესოა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები ამ თემასთან დაკავშირებით, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის ანალოგიური შემთხვევა, პუშკინის სკვერის ქვეშ, მახსოვს პოლიტიკური განცხადებების და შეთქმუნების თეორიების აგების საბაბი გახდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა თბილისში ნაწილობრივ საქველოქმედო პროექტია - ნებისმიერი, ბიზნესში ოდნავ მაინც გარკვეული ადამიანი, დამეთანხმება ამაში. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანია თუ ინვესტორი ვინც ამ ინტერესთა გამოხატვაში მიიღებს მონაწილეობას არის დასაფასებელი, მხარდასაჭერი და არა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების და პარტიული ინტერესების გამო ცილისწამებაში და კრიტიკაში გასახვევი. იმედი მაქვს ჩვენი ქვეყნის ბიზნესი მოახდეთ თავისი ძალების და საერთაშორისო კონტაქტების მაქსიმალურ მობილიზებას, რომ მხარი ავუბათ მერიის ისეთ პროექტებს, რაც თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების მაქსიმალურ კომფორტს შეუწყობს ხელს“-აცხადებს წულაია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930