გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"უსაქმური კაცი ყვ...ში მახათს იყრიდაო" - გოგი წულაიამ ფოთის, წყალტუბოსა და ხაშურის საკრებულოებს მახათები გაუგზავნა

27-06-2018

"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ხაშურის, ფოთის და წყალტუბოს საკრებულოების თავმჯდომარეებს მახათები ფოსტით გაუგზავნა. წულაიას განცხადებით, რეგიონებში რამდენიმე საკრებულოს მიერ ცხოველთა მოვლის წესებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები მათსავე  უსაქმურობაზე მიუთითებს.

„ყველამ ვიცით, საკრებულოებმა რა დადგენილებები, ნორმატიული აქტებიც მიიღო. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ იყო დემონსტრირებული, რომ უსაქმურები არიან. ქართული გამონათქვამია, „უსაქმური კაცი ყვ...ში მახათს იყრიდაო“, ხოდა ვუყიდე მახათები და ხაშურის, ფოთის, წყალტუბოს საკრებულოებში გავაგზავნი. ქუთაისს კი თავად ჩავუტან. ბოდიში, მახათები  ყველას საყოფი არაა, რადგან ძალიან ბევრი უსაქმურია და ვერ გავწვდი, თუმცა ვურჩევ, სტერილიზაციის შემდეგ ერთმანეთს ათხოვონ და გამოიყენონ“-განაცხადა გოგი წულაიამ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930