გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

30-05-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, რომ თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. 


"შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო 6 ტრანსფორმატორზე და არსებობდა მისი კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება სწრაფად მოხერხდა.


ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია უკვე სრულად ექვემდებარება კონტროლს. ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის ნიშნები აღარ შეინიშნება.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის" - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.


ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 20 ჯგუფი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31