გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ენუქიძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობის გამო დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების შესახებ მერიის გადაწყვეტილება ისტორიულია

27-06-2018

ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის" თავმჯდომარის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის გამო დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა.
მისივე თქმით, მოქალაქეების ეს ნაწილი ყველა მთავრობის პირობებში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. 
ამ განცხადებით ენუქიძე კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხზე თბილისის მერის ინიციატივას გამოეხმაურა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ თბილისის მერიის ინციატივას კოოპერატიული ბინათმშენებლობის გამო დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების შესახებ. ეს არის ამ ეტაპისთვის ისტორიული გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების ეს ნაწილი წლიდან წლამდე, ყველა მთავრობის პირობებში იყო უყურადღებოდ მიტოვებული თავის გასაჭირთან პირისპირ. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ პირადად თბილისის მერს კახა კალაძეს, მის ამ ინციატივას, დაზარალებულ მოქალაქეებს და აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ინვესტიციების მოზიდვის და ინვესტორების დაინტერესების საქმეში, აგრეთვე მოვუწოდებთ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს ამ ტენდერებში მონაწილეობისკენ. დავუდგეთ გვერდით თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნაში ქალაქის მერიას" - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930