30-05-2022
შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში ქართული დიასპორისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა.
ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ:
ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ პერსონები ქართული სათვისტომოდან თითქმის ყველა სფეროდან: კულტურა, სპორტი, ბიზნესი, ჟურნალისტიკა, სოციალური სფერო და სხვა…
ფორუმზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ორი საკითხი:
1) პანდემიის გამო ამერიკაში ქართული დიასპორის მიერ შექმნილი კრიზისცენტრის მუშაობის შედეგების განხილვა;
2) ქართულ დიასპორაში არსებული პრობლემები და გამოწვევები
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” ამერიკა – კანადის ბიუროს კორესპონდენტის, ლელა ჭელიძის ინფორმაციით, მწვავე დისკუსია მოჰყვა ქართველ ემიგრანტების პრობლემების განხილვას.
მონაწილეები შეთანხმდნენ,რომ მეტი ჩართულობაა საჭირო დიასპორის კოორდინირებული მუშაობისათვის.
ფორუმს ესპანეთიდან ესწრებოდა მანანა გოგოლაძე – ესპანეთის კრიზის ცენტრის ფილიალის წარმომადგენელი.
აგრეთვე, განხორციელდა პირდაპირი ჩართვა საქართველოს პარლამენტიდან, მონაწილეებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მიმართა.
დასასრულს ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები ემიგრაციაში ყოფნის დროს გაწეული დამსახურებისათვის.
16-11-2024
16-11-2024