გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ხოვლეს სკვერის განახლების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

30-05-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერეს.


მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ახალი ჭიათურა“-მ, არსებული სკვერის დემონტაჟის შემდეგ ახლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.


სკვერში სავალ ბილიკებზე დაიგო ფილები, მოეწყო მწვანე საფარი, დარგეს ნარგავები, დამონტაჟდა გარეგანათების ლამპიონები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერში განთავსდება ურნები და სკამები. 


მუნიციპალიტეტის მერიამ ხოვლეს სკვერის რეაბილიტაციისათვის 176 667 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. 


სოფლის ცენტრში მდებარე სკვერი მოსახლეობის დასვენების ერთადერთი სივრცეა და აუცილებელ განახლებას საჭიროებდა. დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობას მერია, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში ეტაპობრივად განახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031