გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: მოლდოვას პრეზიდენტი, რომელიც აცხადებდა СНГ და EU ერთად ვერ "ძოვენ" და დადგა ამ ორგანიზაციიდან გასვლის დროც. ამ პრინციპებით, ამ განწყობითა და სიხარულით მოლდოვა ბრიუსელიდან სათავისოდ დადებითი პასუხის მოლოდინშია

31-05-2022

„ოპონენტების შეკითხვას - "აბა СНГ და EU ერთ საძოვარზე" როგორ იქნებიან, ქ-ნმა სანდუმ: "რა დროს ეგეთებიაო" - უპასუხა. მის ამ "პრინციპულ" მიდგომას ეგრევე მხარი აუბა ორგანიზაცია "მოლდოვას ფოსტამ", რომელმაც "სიხარულით აცნობა" მოლდოვას მოქალაქეებს, რომ ამანათბრუნვა აგრესორ და ოკუპანტ რუსეთთან "როგორც იქნა" აღდგა! ამჟამად ამ პრინციპებით, ამ განწყობითა და სიხარულით - მოლდოვა ბრიუსელიდან სათავისოდ დადებითი პასუხის მოლოდინშია, საკუთარი ურყევი პროდასავლური პრინციპების, რეფორმირების გზაზე წარმატების მქონე საქართველოს კი ამ აბსურდის თეატრის სცენაზე ერთადერთი რაც დარჩენია - უსურვოს მოლდოვას, რა თქმა უნდა, "დამსახურებული" წარმატება! “- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

„და კვლავ საქართველოს მოლოდინის შესახებ ბრიუსელის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმ "ასოცირების ტრიოს" ფარგლებში, რომლის ფორმატი (ესე მეგონა თავიდან) თითქოს მოგვახვიეს თავზე, როგორც ყველაზე წარმატებულ პრეტენდენტს ნაკლებად წარმატებულების ფონზე, რათა "ჩვენს ხარჯზე" და ჩვენს ჩრდილში აუტსაიდერებიც მოგვექაჩა - მაგრამ ზუსტად ამ დროს დაიწყო ომი და როგორც ჩანს, ამ ფატალურმა გარემოებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

 

თავდაყირა დგება არა მხოლოდ EU სტანდარტები და მიდგომა "ასპირანტებთან" მიმართებაში, რეფორმირების გზაზე მათი წარმატების ფაქტორის ჩანაცვლების თვალსაზრისით ფსევდოპოლიტიკური მიზანშეწონილობით. თავდაყირა დგება ზოგიერთი "ასპირანტი" ქვეყნების პრინციპებთან მიმართებაშიც, რომლებიც წარუმატებელი რეფორმების შემდეგ, EU-ს ყურადღების მოპყრობას, ამჟამად საკუთარი უპრინციპობით ცდილობენ. ჯერ კიდევ ოთხი დღის წინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ ხმამაღლა აცხადებდა, რომ СНГ და EU ერთად ვერ "ძოვენ" და დადგა მისი ქვეყნის ამ ორგანიზაციიდან გასვლის დროც.

 

იმის ნიშნად, თუ რა მტკიცეა მისი ეს საპრეზიდენტო გადაწყვეტილება - მან პუტინის "პირადი მეგობარი", ექს-პრეზიდენტი დოდონიც კი დააპატიმრა. გადის სულ რაღაც სამი დღე - ქალბატონი სანდუ სულ სხვა ხასიათზე იღვიძებს და აცხადებს, რომ სანამ СНГ მისი ქვეყნისთვის "მეწველ ძროხას" წარმოადგენს - იქიდან გამოსვლაზე ფიქრიც კი ნაადრევია. ოპონენტების შეკითხვას - "აბა СНГ და EU ერთ საძოვარზე" როგორ იქნებიან, ქ-ნმა სანდუმ: "რა დროს ეგეთებიაო" - უპასუხა. მის ამ "პრინციპულ" მიდგომას ეგრევე მხარი აუბა ორგანიზაცია "მოლდოვას ფოსტამ", რომელმაც "სიხარულით აცნობა" მოლდოვას მოქალაქეებს, რომ ამანათბრუნვა აგრესორ და ოკუპანტ რუსეთთან "როგორც იქნა" აღდგა! ამჟამად ამ პრინციპებით, ამ განწყობითა და სიხარულით - მოლდოვა ბრიუსელიდან სათავისოდ დადებითი პასუხის მოლოდინშია. საკუთარი ურყევი პროდასავლური პრინციპების, რეფორმირების გზაზე წარმატების მქონე საქართველოს კი ამ აბსურდის თეატრის სცენაზე ერთადერთი რაც დარჩენია - უსურვოს მოლდოვას, რა თქმა უნდა, "დამსახურებული" წარმატება!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930