გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილმა „2016 -2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში დამატებებისა და 2022-2026 წლის ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის“ დასკვნითი შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა

31-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა „2016 -2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში დამატებებისა და 2022-2026 წლის ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის“ დასკვნითი შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და ვრცლად ისაუბრა ქვეყნისთვის ნარჩენების მართვის მნიშვნელობის საკითხზე.


„მოგეხსენებათ, მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენების ეფექტიანი მართვა. აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ცხადყოფს იმ პროგრესს, რასაც გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანამ მიაღწია“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
„მოხარული ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ნარჩენების მართვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ერთობლივი წარმატებული მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება. იმედი მაქვს, რომ ეფექტიანი იქნება განხორციელების პროცესიც“,- განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარასმა.


2016-2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავებასა და განხორციელებასთან ერთად, მიზნად ისახავს საქართველოში ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირების პრაქტიკაში დანერგვის საკითხებს.


აღსანიშნავია, რომ „2016-2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში დამატებებისა და 2022-2026 წლის ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი“ შემუშავდა „EU4Environment“ფინანსური მხარდაჭერითა და „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა(UNEP) მონაწილეობით.


შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930