გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ გურამიშვილმა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტზე საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა

31-05-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმის (WSIS FORUM 2022) მაღალი დონის პოლიტიკის სესიაში ციფრული უთანასწორობის დაძლევის საკითხებზე.


თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროქტებსა და პროგრამებზე საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ციფრული ეკონომისა და საინფორმაციო საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის. მან ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო კავშირის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს.


საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმი (WSIS FORUM 2022) იმართება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით და გაეროს იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც მონაწილეობენ WSIS-ის სამოქმედო მიმართულებების განხორციელებაზე, როგორიცაა UNESCO, UNCTAD, UNDP და ა.შ.


WSIS FORUM 2022 -ზე, განიხილება მსოფლიოში საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობის აქტუალური საკითხები, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით WSIS-ის სამოქმედო მიმართულებების  და გაეროს მიერ დასახული მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხები,  განხორციელდება საუკეთესო გამოცდილებების და მიღწევების  გაზიარება, რომელსაც ITU-ს წევრი 193 ქვეყანის ტელეკომ ადმინისტრაციები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ესწრებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930