გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში ფიტნეს დარბაზი გაიხსნა

1-06-2022

მომხმარებსლს 1-ლი ივნისიდან შეუძლიათ ისარგებლონ ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში არსებული ფიტნეს დარბაზით.მომხმარებსლს 1-ლი ივნისიდან შეუძლიათ ისარგებლონ ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში არსებული ფიტნეს დარბაზით.


"ფიტნეს დარბაზის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სპორტული დარბაზით სარგებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის" დირექტორს - ტარიელ ბერელიძეს. 551 09 39 79 სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსში ონის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში ფიტნეს ცენტრში სპორტული ინვენტარის შეძენა და აღჭურვა თანმდევი მომსახურებით შპს ,,მფჯ" მიერ განხორციელდა და ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა" - აცხადებენ ონის მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031