გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სად არის თეა წულუკიანი-იუსტიციის სამინისტროს განცხადება

27-06-2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოჯახთან ერთად შვებულებაში იმყოფება-განცხადებას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული მრავალი კითხვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან ერთად და სამინისტროს დაუბრუნდება 9 ივლისს. მოცემული შვებულება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იქნა შეთანხმებული პრემიერ-მინისტრ გიორგიკვირიკაშვილთან მინისტრის ივლის-აგვისტოს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე.

შვებულების შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, 9 ივლისს, 14 საათზე, მინისტრი გახსნის საზოგადოებრივ ცენტრს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში“-აცხადებენ სამინისტროში.


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გამართულ მთავრობის პირველ სხდომას არ დასწრებია. ასევე, აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ წულუკიანი მომავალ კაბინეტში აღარ იქნება. თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა აგრეთვე თავად მოქმედმა მინისტრმა.
წულუკიანის გადადგომას აქტიურად ითხოვს სამოქალაქო სექტორიც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031