27-06-2018
საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის დროებითი შეზღუდვა მოიხსნა, საზღვარზე გადაადგილება ორმხრივად აღდგენილია.
განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს, „სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტთან ახლოს თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც სარფი-ტრაპზონის მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალა“-ნათქვამია უწყების განცხადებაში.