გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სს ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებაა

2-06-2022

სს ლიბერთი ბანკის რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გვაზავა დაინიშნა. ახალ პოზიციაზე, გიორგი გვაზავა დავით აბაშიძეს ჩაანაცვლებს.

 

გიორგი გვაზავა არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას რისკების მართვის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას 15 წლის განმავლობაში საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. გიორგიმ კარიერა დაიწყო "ვითიბი ანკი საქართველოს" საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციიდან და მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა მენეჯერული და ტოპმენეჯერული პოზიციები. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე გიორგი გვაზავა იყო "ვითიბი ბანკი საქართველოს" რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

გიორგი გვაზავა ფლობს ედინბურგის ბიზნესსკოლის (EBS) მაგისტრის ხარისხს.

 

 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930