გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ს აკადემიური საბჭო: მიგვაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში

4-06-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ბოლო პერიოდში სტუდენტების ერთი ნაწილის  მოთხოვნაზე – ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით. საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და საგამოცდო პერიოდის დაგეგმვის შესახებ. აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა - ამის შესახებ თსუ-ს აკადემიური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.


"აკადემიური საბჭო ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და ამიტომ მიესალმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში საგამოცდო ცენტრების გახსნას. 


გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, რათა არცერთი სტუდენტი არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესების მიღმა, დახმარების აღმოჩენის მიზნით, აკადემიური საბჭო რეკომენდაციას აძლევს თსუ ადმინისტრაციას, რომ სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და/ან მათთვის, ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესთავაზოს თსუ საერთო საცხოვრებელში (უპირატესად ლისის საერთო საცხოვრებელში) უფასოდ განთავსება ერთი თვით. ამასთან, აკადემიურმა საბჭომ მოიწონა თსუ ადმინისტრაციის წინადადება იმის შესახებ, რომ საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.


ამასთანავე, აკადემიურმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რეგიონებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გამოცდები  ჩატარდეს (გამოცდების ორგანიზება მოხდეს) იმგვარად, რომ სტუდენტებმა მარტივად მოახერხონ გამოცდებისთვის ჩასვლა და უკან დაბრუნება. 


თსუ აკადემიური საბჭო იმედოვნებს, რომ გაზაფხულის სემესტრის როგორც სასწავლო, ისე საგამოცდო პროცესი წარიმართება სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობითა და თანამშრომლობით" - ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930