გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლგბტ თემის წარმომადგენლები თელავში კაფეს მფლობელებს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებენ

28-06-2018

ლგბტ თემის წარმომადგენლები  თელავში არსებული კაფე „ნადიკვრის ტერასას“ მფლობელებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

”თანასწორობის მოძრაობის” თელავის რესურსცენტრის მენეჯერის მონიკა ჩიგიშვილის განცხადებით,  მან და მისმა მეგობრებმა კაფეში ფული საბანკო ტერმინალის გაუმართაობის გამო ვერ გადაიხადეს, მოგვიანებით კი თანხის მიტანა დაავიწყდათ, რის გამოც ბუღალტერმა მათ დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“სამი მეგობარი ვიყავით ნადიკვრის ტერასაზე შევუკვეთეთ საკვები. გადახდის დრო რომ მოვიდა, ტერმინალი არ ჰქონდათ. დაემუქრა ჩემს ბენეფიციარს, რომ გაუსაჯაროვებდა პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებს.  ვფიქრობ, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა აუცილებლად დასჯილი უნდა იყოს“- განაცხადა მონიკა ჩიგიშვილმა.

კიდევ ერთი ლგბტ თემის წარმომადგენლის, ნინა ზაზაშვილის განცხადებით,  მას  კაფედან მმართველმა  პირმა დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„კაფედან მმართველმა პირმა დამირეკა, დედა შემაგინა, პიდარასტი ხარო მითხა, მე და ჩემი მეგობრები ცხოველებად მოგვიხსენია.  დამემუქრა, რომ მოვიდოდა იმ ადგილას, სადაც ვიყავი. ეს ადამიანი როგორც ჰომოფობიური დისკრიმინაციის, ისე პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარის გამო უნდა დაისაჯოს“-განაცხადა ნინა ზაზაშვილმა.

 

თავად კაფეს ერთ-ერთი მეპატრონე  ნიკოლოზ ლაშხი კი შეურაცხმყოფელ საუბარს არ ადასტურებს.

 

„მე შევესწარი იმას, ბუღალტერი ეუბნებოდა, რომ არ იყო ეს სწორი საქციელი. ისინი უარყოფდნენ, რომ თანხა ჰქონდატ გადასახდელი მუქარა არ ყოფილა“-განაცხადა  კაფეს ერთ-ერთმა მფლობელმა.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031