გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების მსოფლიო საბჭოში მონაწილეობს

4-06-2022

,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) მსოფლიო საბჭოში იღებს მონაწილეობას.


IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც 1907 წელს დაარსდა და მასში 200-მდე ორგანიზაციაა წარმოდგენილი. საქართველომ 2019 წელს ორგანიზაციის პრეზიდიუმსა და შავი ზღვის კომიტეტს პირველად უმასპინძლა.

 

ასევე, 2021 წელს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მშვიდობის კომიტეტი შეიქმნა. საბჭო, პანდემიის დაწყების შემდეგ, წელს, პირველად იმართება და მას ალბანეთის დედაქალაქი ტირანა მასპინძლობს, რომელსაც 2022 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი აქვს.

 

ღონისძიება მიზნად ისახავს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრად განვითარებას, პანდემიის პერიოდში ახალგაზრდებისთვის შექმნილი დაბრკოლებების გაანალიზებას და სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებების განვითარებას. სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა. ასევე, საქართველოში ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრა. ღონისძიებებში მონაწილეობას ევროპარლამენტის და გაეროს წარმომადგენლები იღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930