გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერმა სოფელ მრავალძალში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

4-06-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან - თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად, სოფელ მრავალძალში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.


ონის მუნიციპალიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა პროექტი, რომელიც სოფელ მრავალძალში ღია სივრცეში სამოქალაქო ცერემონიების მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვას გულისხმობდა.


პროექტის ფარგლებში გაკეთდა ბუნებრივი ქვის ბილიკი და ბაქანი, მოეწყო ლითონის მაგიდები და სკამები, ასევე ლითონის დეკორატიული ეტლი და თაღები, დამონტაჟდა განათების სისტემა.


აღნიშნულ ღია სივრცეში შესაძლებელია ნიშნობის ცერემონიის, გამოფენების, საჯარო შეხვედრების და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება.
პროექტის მიზანია მიმზიდველი გარემოს შექმნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.


სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „მ.პ.ტ" შეასრულა, სახელშეკრულებო თანხამ ჯამში - 37 372 ლარი შეადგინა.


აქედან საგრანტო თანხამ - 15 867 ლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 21 505 ლარი გამოიყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031